კერძო სკოლა ''მზექას'' მოსწავლეები მრავალფეროვანი ღონისძიებით დაემშვიდობნენ მეოთხე კლასს
26-05-2017

კერძო სკოლა ''მზექას'' პატარა მსახიობებმა კიდვე ერთი ლამაზი და საინტერესო ღონისძიება წარმოადგინეს.

მეოთხე კლასის მოსწავლეები სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით დაემშვიდობნენ განვლილ ოთხ წელს და მხიარულად გადაინაცვლეს სწავლების მომდევნო საფეხურზე.

მათი შემოქმედება მრავალფეროვანი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა სასცენო ნომერები არა მხოლოდ მშობლიურ, არამედ ინგლისურ და რუსულ ენებზეც შეასრულეს. 

მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს თავიანთი კლასის დამრიგებელს მეგი ბექაურსა და ყველა იმ პედაგოგს, რომლებსაც ენერგია არ დაუზოგავთ მათი სწავლა-აღზრდისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203