ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში მოსწავლეებმა მოძიებული მასალებით ცოდნა გაიღრმავეს
29-05-2017

სიმონეთის N2  სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ქიმიაში ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები - ცოცხალი ორგანიზმების სამშენებლო მასალები.

გაკვეთილი ჩაატარა მასწავლებელმა თინათინ ბეჟაშვილმა.  

კლასი დაიყო ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ამტკიცებდა, თუ რომელი ნივთიერება იყო უფრო მნიშვნელოვანი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჯგუფებმა წარმოადგინეს თითოეული ნივთიერების კლასის რამდენიმე წარმომადგენელი და ისაუბრეს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ჩაატარეს ცდები. ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს მოძიებული საინტერესო მასალებით.

გამართული დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ ჯგუფები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ეს ორგანული ნივთიერებები თანაბრად მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203