მოქმედი პედაგოგებისთვის 2-დღიან სემინარზე რეგისტრაცია გამოცხადდა - მას პირველი 10 მასწავლებელი დაესწრება
15-11-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მოქმედი პედაგოგებისთვის ორდღიან სემინარზე რეგისტრაცია გამოაცხადა. სემინარის თემაა „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

სემინარი გაიმართება 2019 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 10 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 ნოემბერი.

მოთხოვნები:

  • მონაწილეობის მსურველ პედაგოგს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული;
  • მონაწილეობის მსურველი პედაგოგი სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას;
  • მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს თბილისის საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელი.

სემინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203