ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლეები კონკურსში ''ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს'' პირველ ადგილზე გავიდნენ
29-05-2017
ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილი კონკურსი-ვიქტორინა გაიმართა ''ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს''.

კონკურსის პირობის თანახმად, მოსწავლეებს ტექსტის საფუძვლიანი ცოდნა ევალებოდათ. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, გამარჯვება კი წილად ხვდათ ლანჩხუთის N1 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ჯგუფის წარმატებას ახალგაზრდა პედაგოგმა თამთა კილაძემ შეუწყო ხელი. 

''თამთა მასწავლებლისთვის ეს პირველი კონკურსი იყო. მისმა შრომამ შედეგი გამოიღო და მოსწავლეებმა პირველი ადგილის მოპოვება შეძლეს. ღირსეულად მოპოვებული გამარჯვების მრავალჯერადად განცდას ვუსურვებთ თამთა მასწავლებელს და მრავალჭირნახულ პირველ სკოლასაც'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203