მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო და კერძო სკოლებს ვაკანტური ადგილები აქვთ, როგორც სხვადასხვა საგნისა და კლასის მასწავლებლებისა და მაძიებლებისთვის, ისე სპეციალური მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი არის 7 სკოლაში. etaloni.ge გთავაზობთ ამ სკოლების სიას:
სსიპ - აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლა მათემატიკისა და სპეციალურ მასწავლებელს ეძებს;
შპს მზეკაბანი 2-ში გეოგრაფიისა და ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის აქვთ ადგილები;
შპს თამარისში მათემატიკის, უცხოური ენის (ინგლისური), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი;
ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მუსიკის, სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის ვაკანსიებია;
სსიპ თბილისის №172 საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებლის ვაკანტური ადგილებია;
სსიპ - დაბა მესტიის №3 საჯარო სკოლაში ისტორიისა და უცხოური ენის (რუსული) მასწავლებლების ვაკანსიებია გამოცხადებული;
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში მათემატიკისა და სპეციალური მასწავლებლის ადგილებია თავისუფალი.
ვაკანსიების სრული ჩამონათვალის სანახავად გადადით ბმულზე.
როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით? - ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.