ყარაჯალის სკოლის წარმატებული მოსწავლეები
29-05-2017
ყარაჯალის სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას. 

მოსწავლეებმა ფეხბურთში ''კოკა-კოლას''თასზე პირველი ადგილი მოიპოვეს. ყაჯარლის გუნდი ამჯერად რეგიონული პირველობისთვის ემზადება. 

სკოლაში ასევე მუსიკალური კონკურსი „იმღერე რამეც“ გაიმართა, სადაც სამშობლოზე შესრულებულ ქართულ სიმღერებში პირველი ადგილი მე-7 კლასის მოსწავლემ აითა ბაირამოვამ დაიკავა.  

მე-8 კლასელმა ყარა ზაქირ ოღლიმ კი მონაწილეობა მიიღო მცხეთაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც „ვეფხისტყაოსნით“ დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203