ართანის სკოლაში საინტერესო საჩვენებელი დებატები შედგა
29-05-2017

ართანის სკოლაში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის და კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კახეთის რეგიონის დებატების ტურნირის გამარჯვებული და ნახევარფინალისტი გუნდების საჩვენებელი დებატები გაიმართა.

შეხვედრას სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გარდა დაესწრნენ ართანის მაჟორიტარი დეპუტატი სესე ჩახუტაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი ართანის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესარიონ გაიპარაშვილი.

სკოლის დირექტორმა თინათინ ბიჭოლაშვილმა სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა მონაწილე მოსწავლეები და გუნდების ხელმძღვანელი მასწავლებელი გ. ფიდოაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203