ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.
იხილეთ ნომინანტთა სია:
თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე;
კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი;
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია;
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე;
მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი;
სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე;
ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე.
„2019 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 10 დეკემბერს, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, გამოვლინდებიან.