ბავშვების საგანგაშოდ დიდი რაოდენობა იტანჯება არასაკმარისი კვების მიერ გამოწვეული შედეგებით და კვებითი სისტემით, რომელიც აფერხებს მათ განვითარებას - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში.
ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2019: ბავშვები, სურსათი და კვება“ აღნიშნულია, რომ 3-დან მინიმუმ ერთი, 5 წლამდე ბავშვი ანუ 200 მილიონზე მეტი ბავშვი - ან გამოუკვებავია, ან ჭარბი წონა აქვს. 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის 3-დან 2 ბავშვი ვერ იკვებება ისეთი საკვებით, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მზარდ ტვინსა და ორგანიზმს. ეს საფრთხეს უქმნის მათი ტვინის განვითარებას, ასუსტებს სწავლის უნარს, ადაბლებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციების რისკს, რამაც შესაძლოა ბავშვის სიკვდილი გამოიწვიოს.
ანგარიშში წარმოდგენილია 21-ე საუკუნის ბავშვის კვების დეფიციტის ყველა ფორმის დეტალური შეფასება. ის აღწერს კვების დეფიციტის სამმაგ ტვირთს - არასაკმარის კვებას, აუცილებელი ნივთიერებების ნაკლებობით გამოწვეულ ფარულ შიმშილს და ჭარბ წონას ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში და მიუთითებს, რომ მსოფლიოში:
149 მილიონ ბავშვს აღენიშნება ზრდაში ჩამორჩენა, ან არის ასაკთან შედარებით ზედმეტად დაბალია;
50 მილიონი ბავშვი არის გამოფიტული ან ზედმეტად გამხდარი თავის სიმაღლესთან შედარებით;
340 მილიონი ბავშვი - ანუ 2-დან 1 ბავშვი იტანჯება აუცილებელი ვიტამინების და ნივთიერებების ნაკლებობით, როგორებიცაა ვიტამინი A და რკინა;
40 მილიონ ბავშვს ან ჭარბი წონა აქვს, ან მსუქანია.
ანგარიშის მიხედვით, არასწორი და არასაკმარისი კვების პრაქტიკა ბავშვის ცხოვრების პირველივე დღეებიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვებით შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, მაგალითისთვის, ექვს თვემდე ბავშვების მხოლოდ 42%-ს კვებავენ ექსკლუზიურად ძუძუთი და სულ უფრო მეტი ბავშვი იკვებება ხელოვნური საკვებით. რძეზე დაფუძნებული ხელოვნური საკვების გაყიდვები 2008-2013 წლებში 72%-ით გაიზარდა, მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. მნიშვნელოვანწილად მიზეზი უკავშირდება შეუსაბამო მარკეტინგს, სუსტ პოლიტიკასა და პროგრამებს, რომელმაც უნდა დაიცვას, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ძუძუთი კვებას.
მსოფლიოს მასშტაბით, 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების დაახლოებით 45% არ იკვებება ხილით ან ბოსტნეულით. ბავშვების დაახლოებით 60% არ ჭამს კვერცხს, რძის ნაწარმს, თევზს ან ხორცს.
რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო საგანგაშოა მათი წვდომა არაჯანსაღ საკვებზე, რაც უმეტესწილად გამოწვეულია შეუსაბამო მარკეტინგით და რეკლამით, დამუშავებული საკვების სიჭარბით როგორც ქალაქებში, ასევე შორეულ დასახლებებში. ასევე, იზრდება ხელმისაწვდომობა სწრაფ კვებასა და ჭარბად დაშაქრულ სასმელზე.
კვლევა აჩვენებს, რომ სკოლის ასაკის მოზარდების 42% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან მოიხმარენ გაზიან ტკბილ სასმელებს მინიმუმ დღეში ერთხელ, ხოლო 46% მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვებება სწრაფი საკვებით. ეს მაჩვენებელი იზრდება 62% და 46%-მდე მაღალი შემოსავლის ქვეყნებში.
კვების დეფიციტის მზარდი კრიზისის დასაძლევად, გაეროს ბავშვთა ფონდი საგანგებოდ მოუწოდებს მთავრობებს, კერძო სექტორს, დონორებს, მშობლებს, ოჯახებს და ბიზნესებს, დაეხმარონ ბავშვებს ჯანსაღ განვითარებაში. ამისათვის საჭიროა: