''გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება'' - ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2017
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დღე ქართველთა ცნობიერებაში.

წინაპართა ყველა თაობამ მისი მოპოვებისთვის ბრძოლითა თუ სიტყვით თავისი წვლილი გაიღო. ამ დღეს საზეიმოდ აღვნიშნავთ და ამავდროულად, პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს და მათ ხსოვნას, ვინც თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა და არ ვივიწყებთ, რომ დღევანდელი თაობის ვალია მისი დაცვა და განმტკიცება.

სწორედ ამ დღეს მიუძღვნეს ახალციხის N5 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი თეა გვირჯიშვილი) ღონისძიება სახელწოდებით ''გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება''. პატარების საოცრად ათრთოლებულმა ხმამ თითოეული მსმენელი მოიცვა. სიხარულის ცრემლი, სევდიანი ღიმილი, მაყურებლის დაუოკებელი ემოცია... პატარა ქართველი პატრიოტების სცენაზე გამოსვლამ, მათმა სულისკვეთებამ დამსწრე საზოგადოებას თვალწინ გადაუშალა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული. გჯეროდეს, საქართველოვ, ქართული სული არასოდეს გადაშენდება!

პატარებს ღონისძიება სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ინგა ვარდიძემ, მისმა მოადგილემ ქალბატონმა რიტა კირკიტაძემ და დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეუფასეს. მოუწოდეს, რომ ბოლომდე დაიცვან ცოდნით, შრომითა და გარჯით დღემდე მოტანილი საქართველოს დამოუკიდებლობა.

ავტორი: ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203