თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ენების ევროპული დღე აღინიშნა
26-09-2016

მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანებამ EUNIC (European Union National Institutes for Culture), სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ენების ევროპული დღე აღნიშნა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, EUNIC-ის პრეზიდენტმა საქართველოში შტეფან ვაკვიციმ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

პროგრამა მოიცავდა კონკურსებს, ვორქშოფებს და მრავალ სხვა გასართობ და შემეცნებით ღონისძიებას, რომლებშიც მონაწილეობა მთელი დღის განმავლობაში 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს.

ენების ევროპული დღე დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამდენად ევროპის საბჭო ფართოდ უწევს პოპულარიზაციას პლურილინგვალიზმს მთელს ევროპაში.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი და ევროპული დიპლომატიური წარმომადგენლობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203