ბერდია მერლანი - ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი ლენჯერის სკოლიდან
30-05-2017
ლენჯერის სკოლის მოასწავლე, ბერდია მერლანი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მცირე ასაკიდან აქტიურად არის ჩართული. ახალგაზრდა სპორტსმენმა უკვე მოსინჯა ძალები ჭიდაობაში, მეკლდეურობასა და სპორტის სხვა სახეობებში. სულ ახლახანს კი მეკლდეურობაში კიდევ ერთი ჯილდო მიიღო და მრავალგზის პრიზიორი გახდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები და სკოლის ადმინისტრაცია ბერდიას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად დატვირთული სპორტული რეჟიმისა, ბერდია წარჩინებით სწავლობს და აქტიურად ერთვება სასკოლო ღონისძიებებში.
ბერდია მერლანი ჩემპიონატებში მონაწილეობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.