ჭვინთის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეების ემოციური დღე
30-05-2017
ჭვინთის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ემოციური დღე ჰქონდათ. 

2017 წლის 30 მაისს ჭვინთის სკოლის მე-12 კლასელთათვის ''ბოლო ზარი'' დაირეკა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ყვავილებითა და საჩუქრებით გააცილეს მოზარდები პატარებმა:

''მე-12 კლასის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ემოციებს ვერ მალავდნენ, რადგან ეს დღე ყველასთვის განსაკუთრებული იყო. მათ წარმოადგინეს სახალისო ''სკეჩები'', სიმღერები, ცეკვები. დაულოცეს გასავლელი რთული და ცხოვრებისთვის მეტად სასარგებლო სკოლის გზა მომავალ თაობას.​''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...