ღია გაკვეთილებზე, რომელიც ექსპერიმენტების მუზეუმში გაიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ცდების მეშვეობით მიეღოთ და გაეღრმავებინათ განათლება ქიმიისა და ფიზიკის საგნებში.
პედაგოგების თქმით, საბუნებისმეტყველო საგნებში მსგავსი გაკვეთილების ჩატარება და პრაქტიკული დემონსტრირება საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა ახლოს და თვალნათლივ დაინახონ ცდების დროს მიმდინარე პროცესები.
მსგავსი აქტივობებისთვის ბავშვები უფრო მეტი ენთუზიაზმითა და სიამოვნებით ემზადებიან.
ღია გაკვეთილების ჩატარებას სკოლა მომავალშიც აპირებს.
იხილეთ ფოტოები