ქვემო მახოს სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრები მოიწვიეს
30-05-2017
ქვემო მახოს სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ლექსები, მუსიკალური ნომრები და მინი სპექტაკლები წარმოადგინეს.

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრები იყვნენ მოწვეულები - ამავე სკოლის კურსდამთავრებულები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მურმან გორგოშაძე და ამავე სოფლის ჭიდაობის მასწავლებელი, სპორტსმენი ლევან ქოქოლაძე.

სტუმრებმა მოსწავლეებისათვის საინტერესო საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება - პროფესიის სწორად არჩევა, სასურველი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეების ცოდნა, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მურმან გორგოშაძემ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და კურსდამთავრებულთა სახელობის თასი გადასცა. როგორც მან აღნიშნა, თასი გარდამავალი იქნება და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გადაეცემა...

სკოლის ადმინისტრაციის თქმით, წარმატებული კურსდამთავრებულების მოწვევა ტრადიციად იქცევა და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგარძელდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203