როდის ჩაირთვება და რა ჯდება თბილისის საახალწლოდ განათება? - 60 ქუჩა, რომელსაც სადღესასწაულო ილუმინაციები ექნება
21-11-2019

თბილისის საახალწლო ილუმინაციებისა და ახალი ნაძვის ხის შესასყიდად 3 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯა. წელს, საახალწლო განათებები დედაქალაქის 60 ქუჩაზე მონტაჟდება და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ჩაირთვება.

აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა განუცხადა. 

„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ყოველწლიურად ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე - ნაძვის ხის ანთებამდე მიმდინარეობს. წელსაც, საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოები 8 ნოემბერს დაიწყო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი საახალწლო განათებების მოწყობა, რაც, ახალი განათებებისა და ახალი ნაძვის ხის დადგმით და ანთებით დასრულდება. 

წელს ახალი ნაძვის ხის შესასყიდად დაიხარჯა - 304 848 ევროს ექვივალენტი ლარში. ახალი საახალწლო ილუმინაციებისთვის კი  დახარჯულია 667 532 ევრო და 472 980 ლარი“, - განგვიცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა.

კომპანიის მიერ მოწოდებული ხარჯების მიხედვით, ახალი ნაძვის ხე 975 513 ლარი, ხოლო საახალწლო ილუმინაციები კი 2 136 102 ლარი დაჯდა. რაც საერთო ჯამში, 3 584 595 ლარი გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია სად დაიდგმება საახალწლო ნაძვის ხე. „თბილსერვისის ჯგუფის“ ცნობით, გადაწყვეტილებას თბილისის მერია იღებს, რაც ჯერ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ გასულ ახალ წელს საახალწლო ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა.

იხილეთ ქუჩების ჩამონათავლი, რომელიც საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203