„ჩვენ გვიყვარს izrune.ge! შეიყვარეთ თქვენც!
izrune.ge ტესტირების ერთ-ერთი საუკეთესო ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეები საკუთარი კლასის შესაბამისად, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინდივიდუალურ , მამოტივირებელ ტესტებს გადიან, რაც მომავალი თაობის განვითარებას ემსახურება. მოსწავლეები იმტკიცებენ პროგრამულ ცოდნას და თანდათანობით ეუფლებიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესში ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და გაბედულები, ახალისებთ თავიანთი წარმატებები და მოუთმენლად ელიან ახალი კვირის დადგომას, რადგან ყველას წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა.
ბავშვებთან ერთად ამ პროცესში სიამოვნებით არიან ჩართულები მათი მშობლები. ისინი თავიანთ პატარებთან ერთად ცდიან საკუთარ ცოდნას და განსაკუთრებულად კმაყოფილები არიან მაშინ, როცა აღმოჩნდება, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხი მათმა პატარამ უკეთ იცის. რადგან სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ფაქტორია, ამიტომაც არიან ისინი izrune.ge-ს ოჯახის წევრები.
ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ის , რომ ამ პროექტში მისი შექმნის დღიდანვე ვარ ჩართული. ძალიან შრომატევადი, თუმცა საინტერესო და სასიამოვნო იყო პროექტის ფარგლებში ჩემს სამუშაო გუნდთან გატარებული ყოველი საათი და წუთი. თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონ ქეთევან შეყრილაძის ხელმძღვანელობით, მასწავლებელთა ექვსკაციანი ჯგუფი (ელისო მურადაშვილი, თეა მაცაბერიძე, ელისო ჯანელიძე, შორენა ტაბატაძე, შორენა მაჩიტიძე და შორენა გეწაძე) რამდენიმე თვის მანძილზე ვმუშაობდით მე-4 კლასის ტესტების შექმნაზე და ვფიქრობდით, რომ თითოეული ტესტი ბავშვებისათვის საინტერესო და სახალისო გამოსულიყო.
სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი გაწევრიანდა აღნიშნულ პროექტში და დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი ტესტირების პროცესში. განსაკუთრებული მზაობა და მოლოდინები აქვთ ,,წიგნიერების დღისადმი“. მოიძიებენ და კითხულობენ მათი ასაკის შესაბამისად მითითებულ ტექსტებს და ტესტირების მეორე დღეს ერთმანეთს უზიარებენ წაკითხული ნაწარმოებებიდან დასმულ კითხვებს. ყოველი ხუთშაბათი სასიამოვნო მოლოდინებით აღსავსეა, ბავშვები თავიანთ თავს მინი გამოცდას უწყობდნენ, ბედნიერები არიან მიღწეული შედეგებით და ელოლიავებიან შეჯამებელი ტესტირების დროს მიღებულ დიპლომებს. კლასში წარმატების კედელი გვაქვს. მოსწავლეები თავიანთი პაწაწა ხელებით აკრავენ კედელზე საკუთარი შრომით მოპოვებულ წარმატების დამადასტურებელ დიპლომებს.
გაგვახალისა წამახალისებელი ტიტულების მინიჭების პროცესის დაწყებამაც. ჩვენი სკოლა (თერჯოლა-ზედა საზანოს საჯარო სკოლა) იმ სკოლათა ჩამონათვალში მოხვდა, რომელთაც სასწავლო წლის პირველი თვიდანვე ჰყავთ ,, სუპერ კლასები“.
2019-2020 სასწ.წლის პირველი ,,სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელები კი ჩვენ, ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორეკლასელებიც ვართ. კლასის 19 მოსწავლიდან ყველა მოსწავლე ჩართულია ამ გასაოცარ პროექტში. მოუთმენლად ველოდებით ნოემბრის შემაჯამებელ ტესტირებას, რადგან სასწავლო წლის დაწყებიდან ორივე თვეში (სექტემბერი, ოქტომბერი) მოგვენიჭა ,,სუპერ კლასის“ ტიტული. გვაქვს მზაობა იმისა, რომ ჩვენი დაუღალავი შრომით სასწავლო წლის ,, მომავლის კლასის“, ხოლო აქტიურ მშობლებს ,,მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭოთ.
ჩვენ გვიყვარს izrune.ge! შეიყვარეთ თქვენც და გახდით ამ დიდი და მზრუნველი ოჯახის განუყრელი წევრები!
ზედა საზანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელი - შორენა გეწაძე“.