ასპინძის სკოლის მოსწავლე რატი ზედგინიძემ აშშ-ს უნივერსიტეტისგან 80 000 დოლარიანი დაფინანსება მიიღო
31-05-2017

რატი ზედგინიძე ასპინძის სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. 

XII კლასის მოსწავლე რატი ზედგინიძემ წარმატებით ჩააბარა TOEFL -ის და  SAT -ის გამოცდები. 

მიღებული შედეგებით ჩაირიცხა აშშ-ში, კერძოდ ვირჯინიის შტატის ქ.დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში.  

უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით რატი ზედგინიძე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე, დაფინანსდა 20 000 ამერიკული დოლარით (ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში 80 000$).

ასპინძის სკოლის პედ.კოლექტივი ულოცავს რატის სტუდენტობას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები        

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203