თერჯოლის პირველი სკოლა დებატების ჩემპიონი მეოთხედ გახდა
31-05-2017
პროექტ ''ძველი გონიერება-ახალი ცნობიერების'' მე-6 ჩემპიონატში 14 გუნდი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განცხადებით, ''დებატი 2017-ში'' ყველა მოსწავლის დებატის კულტურა გაცილებით დაიხვეწა.

საუკეთესო შედეგებით ჩხარის პირველი და თერჯოლის პირველი სკოლები გამოირჩეოდნენ.

I ადგილი თერჯოლის N1 სკოლის გუნდმა 132 ქულით დაიმსახურა, ხოლო II ადგილზე 128 ქულით ჩხარის N1 სკოლის გუნდი გავიდა.

დებატების გამართვისთვის შენობის უზრუნველყოფა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოახდინა.

დებატების დასრულების შემდეგ გამარჯვებულები თერჯოლის N1 სკოლის დირექტორმა, ელისო მურადაშვილმა დააჯილდოვა. თერჯოლის N1 სკოლის გუნდს საჩუქრად ბაკურიანში 2 დღიანი დასვენება ერგო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203