აფხაზეთის N5 სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სპექტაკლი ''ბოშები'' დადგეს
01-06-2017
აფხაზეთის N5 სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ''ბოშების'' მიხედვით ამავე სახელწოდების სპექტაკლი დადგეს.

სპექტაკლში როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები მონაწილეობდნენ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ფრუიძე და დამრიგებელი ნანა კალანდია ბოშების როლს ასრულებდნენ.

''ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ''ბოშების'' შესწავლის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რომ სპექტაკლი დაგვედგა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გვეჩვენებინა. სპექტაკლზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. სასკოლო ცხოვრების გალამაზებისთვის, ასეთი სპექტაკლების დადგმას მომავალშიც ვაპირებთ'' - აღნიშნეს მერვეკლასელებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203