ჯგალის სკოლაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს
01-06-2017
ჯგალის სკოლაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.

ღონისძიება სკოლაში არსებული ისტორიკოსთა კლუბ ''მატიანეს'' და ''ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის'' ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებას ჯგალის თემის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ლუკავა და ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია ესწრებოდნენ. მათ ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს.

''26 მაისი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. ყველას ვულოცავთ ამ დღესასწაულს, მალე გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს!'' - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203