სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა გამოფენაზე საინტერესო და ლამაზი პოსტერები წარმოადგინეს
01-06-2017
სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელ დარეჯან ფაჩულიასთან ერთად, მუსიკალური სწავლების შესახებ საინტერესო და ლამაზი პოსტერები წარმოადგინეს.

გამოფენა სახელწოდებით ''ჩვენი პარალელური სამყარო'' სკოლის ფოიეში გაიმართა. გამოფენაზე მოსწავლეებმა მუსიკის შესახებ ისაუბრეს და მუსიკალური სწავლების პროგრამების ცოდნა გამოავლინეს.

''ღონისძიებაზე წარმოდგენილი პოსტერებით მოსწავლეთა საფუძვლიანი ცოდნა გამომჟღავნდა. ეს კი მუსიკის მასწავლებლის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება მუსიკით იწყება - როდესაც დედა "იავნანას" გვიმღერის, ეს ჩვენი პირველი შეხებაა მუსიკასთან. გადის დრო და ეს ულამაზესი ხელოვნება ჩვენში ნელ-ნელა სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს. ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში შეიძლება წიგნი არ წაიკითხოს, ფილმი არ ნახოს, მაგრამ შეუძლებელია, შვიდი ნოტის კომბინაცია ერთხელ მაინც არ მოისმინოს. მუსიკალური გემოვნება, მუსიკისადმი ინტერესი კი ბავშვობიდან ყალიბდება და გრძელდება სკოლის წიაღში'' - აღნიშნა სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელმა მამუკა კუჭავამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203