''შავი ზღვა ბავშვებისაა'' - იანეულის სკოლის საინტერესო ღონისძიება
01-06-2017
იანეულის სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით ''შავი ზღვა ბავშვებისაა'' გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ვიქტორინას ფორმატში ჩატარდა, სკოლის ეკო-კლუბის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა იყო. აქტივობა ხაზს უსვამდა ბავშვების ჩართულობის აუცილებლობას ბუნების დაცვის სამუშაოებში.

ვიქტორინა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის და ეკო -კლუბის ხელმძღვანელის, ნინო ყარაჯალაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203