ლაითურის სკოლის გუნდი ''ოთხი მხედარი'' კონკურსში ''მე და კონსტიტუცია'' საპრიზო ადგილზე გავიდა
01-06-2017
ლაითურის სკოლის გუნდმა ''4 მხედარი'' ''დემოკრატიის ლაბორატორიის'' კონკურსში ''მე და კონსტიტუცია'' მესამე ადგილი დაიკავა.

კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის დონის ამაღლებას და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახორციელებდა.

კონკურსის პირველ ეტაპზე, ლაითურის სკოლის მოსწავლეებმა კონსტიტუციის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს, რის შედეგადაც მათ მოიპოვეს მეორე ტურში ასპარეზობის შესაძლებლობა.

მეორე, რეგიონულ ტურში "ოთხმა მხედარმა" გურიის სკოლებს შორის გამართულ ე.წ. "ბრეინ-რინგში" მიიღო მონაწილეობა, რაც კონსტიტუციის ცოდნაში შეჯიბრს გულისხმობდა. საბოლოოდ კი, გურიაში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, ლაითურის სკოლის გუნდმა ფინალის საგზურიც მოიპოვა.

ფინალზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, მონაწილეებმა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. კონკურსი ასევე ითვალისწინებდა კაპიტნების შეჯიბრებას და პერფომანსის დადგმას კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებზე.

დაძაბულ და საინტერესო ფინალში ლაითურის სკოლის გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა, გუნდის ოთხივე წევრს, ისევე როგორც პედაგოგს, საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203