ვაქირის სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო და საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს
01-06-2017
ვაქირის სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო და საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს.

მოსაწვლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ფერადი ცარცებით მოხატეს.

შემდეგ სააქტო დარბაზში ვაქირის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის კონცერტი გაიმართა. მე-3 კლასის მოსწავლეებმა ზღაპარი "მელაკუდას ოინები" წარმოადგინეს, პირველკლასელებმა კი "თალგამი" ინგლისურ ენაზე შესთავაზეს დამსწრეებს. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

''ყველა ბავშვს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ბედნიერ და ლამაზ ბავშვობას ვუსურვებ. ჩვენ შევეცადეთ, რომ 1-ლი ივნისი განსხვავებული და სახალისო გაგვეხადა ჩვენი აღსაზრდელებისთვის. იმედია, ეს მხიარული დღე მათ დიდხანს ემახსოვრებათ'' - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203