სენაკის N1 სკოლამ ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნა
01-06-2017

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სენაკის N1 სკოლაც შეუერთდა.

საბავშვო ღონისძიებების ფარგლებში პირველი სკოლის მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით სკოლის მოედნის ასფალტი მშვიდობის თემაზე შესრულებული ნახატებით მოხატეს. ნამუშევრების შესრულების შემდეგ კი ბავშვებმა სიმბოლურად ცაში საჰაერო ბუშტები გააფრინეს.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ფუნქცია არ აქვს. 1 ივნისი კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა და ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ,უსაფრთხო გარემოში. თითოეულმა მათგანმა უნდა შეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაული მიულოცეს და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვეს.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203