''ანბანის გაცილება'' - თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
01-06-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება ''ანბანის გაცილება'' ჩატარდა (ხელმძღვანელი მარგალიტა მელიქიშვილი).

მოსწავლეებმა თითოეულ ასო-ბგერასთან დაკავშირებით ლექსები და გამოცანები თქვეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლისა და ამაგის შესახებ ისაუბრეს. პირველკლასელებმა პროგრამული სიმღერები და ფერიების ცეკვა შეასრულეს. ღონისძიება გაალამაზა სამშობლოსადმი მიძღვნილმა ლექსებმა.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ალბომები გადაეცათ სახელწოდებით ''ჩემი პირველი მასწავლებელი''. 

''ანბანის გაცილებას'' სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203