უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გაავრცელა.
ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ანკეტა-კითხვარში შევსებულია მათ მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის დიდი ნაწილი. განახლებული საგამოცდო ფორმატის გათვალისწინებით, ელექტრონულ ანკეტა-კითხვარში უზრუნველყოფილია მექანიკური და ტექნიკური შეცდომებისგან დაწესებულებების დაცვა, რაც გასულ წლებში განაპირობებდა ხარვეზის დადგენისა და პროცესების დროში გახანგრძლივების მიზეზს.
განახლებული მიდგომით, ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვრისა და საბოლოო ინფორმაციის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები.
2019 წლის 21 და 22 ნოემბერს ჩატარდა ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით.