კისისხევის სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
02-06-2017

კისისხევის სკოლს მე-4 კლასის მასწავლებელმა თინა დედაბრიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - "ეს ჩემი საქართველოა".

ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები პატრიოტული ლექსებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, მათ ქართული ცეკვებით მიულოცეს დამსწრეებს დამოუკიდებლობის დღე.

როგორც მასწავლებელმა თინა დედაბრიშვილმა აღნიშნა, გაკვეთილის მიზანი იყო საქართველოს წარსულის გახსენება და მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203