ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ქვენობნის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები პრომეთეს მღვიმეს ესტუმრნენ
02-06-2017
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ქვენობნის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები პრომეთეს მღვიმეს ესტუმრნენ.

ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მღვიმეში მოწყობილი სხვადასხვა დარბაზი.  

შემდეგ მოსწავლეებმა ქუთაისის ღირშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს, დღის ბოლოს კი ბესარიონ გაბაშვილის სახელობის (ე.წ. გორის) პარკში გაერთნენ. ამ დღესთან დაკავშირებით პარკში მისულ ყველა ბავშვს უფასო ატრაქციონებით სარგებლობა შეეძლო.

''ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ აღვნიშნეთ ბავშვთ დაცვის დღე. მოსწავლეები კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქუთაისის მუნიციპალიტეტს, რადგან ყველა ბავშვს მისცეს ატრაქციონებზე უფასოდ გართობის შესაძლებლობა'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203