განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ გენადი მარგველაშვილი აირჩიეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე გენადი მარგველაშვილი აირჩიეს. საკადრო ცვლილებებზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ გენადი მარგველაშვილი ამ დრომდე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
აქამდე კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში იყო, რომელმაც თანამდებობა 14 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
იხილეთ ასევე: მარიამ ჯაშმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა