იანეულის სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ
05-06-2017

იანეულის სკოლაში ისტორიის, ქართული და უცხო ენის ფილოლოგიის კათედრამ შიდა სასკოლო კონკურსი მოაწყო მხატვრულ კითხვაში.

კონკურსში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კონკურსი მხატვრული კითხვის ტრადიციის აღდგენას, ამ ჟანრში ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად. 

ჟიურიმ სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. პირველ ადგილს მეგი კალანდაძე დაეუფლა, მეორე ადგილი ნინო კუჭაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მარიამ ვაჩეიშვილი გავიდა. სამივე ადგილზე გასული მოსწავლე საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203