ახალციხის N7 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
05-06-2017

ახალციხის N7 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დავშირებით, სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე ხის, ქაღალდის, თექის, მუყაოს და სხვადასხვა ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

გამოფენის პარალელურად, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ - მოხატეს სკოლის ეზო, ერთმანეთს შეეჯიბრნენ მძლეოსნობაში, შაშსა და ტენისში.

გამოფენა დაათავლიერეს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სამცხე-ჯავახეთის მულტიდისციპლინარული გუნდის  წარმომადგენლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203