''შეანელე სვლა'' - გეგუთის N1 სკოლის მოსწავლეების აქცია
05-06-2017

''შეანელე სვლა'', ''გაუფრთხილდი მომავალს'' - ამ სლოგანებით გეგუთის N1 სკოლის მოსწავლეებმა მძღოლებს სიფრთხლისკენ მოუწოდეს.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს საგზაო ნიშნები, სლოგანები და სკოლის წინ გამოფინეს. მათი თქმით, სკოლის შესასვლელთან ყოველთვის დატვირთული მოძრაობაა, რაც გარკვეულწილად საფრთხის შემცველია.

''2016 წლის 1 დეკემბრიდან ჩვენი სკოლა ალტერნატიულ შენობაში ფუნქციონირებს, რადგან სკოლის ძირითადი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სკოლის შესასვლელთან სულ ინტენსიური მოძრაობაა, ეს კი, გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ დავგეგმეთ აქცია, დავამზადეთ სლოგანები და სკოლის წინ გამოვფინეთ. მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესები შევახსენეთ და მათი დაცვისკენ მოვუწოდეთ. რომ უსაფრთხოდ შევძლოთ მოძრაობა. იმედი გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს'', - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203