''ბოლო ზარი'' ასპინძის სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს
05-06-2017

''გაზაფხულის მზიანი დღეა. უჩვეულო ფუსფუსია ასპინძის სკოლაში. ეზოდანვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. დღეს ჩვენს სკოლაში ''ბოლო ზარია''. მეთორმეტეკლასელები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს, მაგრამ მათს თვალებში ახლა უკვე სევდა იკითხება. უჭირთ ბავშვობის ლამაზ სიზმრებთან გამომშვიდობება.

დარბაზი მშობლებით, მასწავლებლებითა და მოსწავლეებითაა სავსე. ერთმანეთს ენაცვლება ცეკვა, სიმღერა და ლექსი. კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და მასწავლებლებმა სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებული, ბედნიერი ცხოვრების გზა უსურვეს მათ. ''ბოლო ზარი'' XII კლასელების მიერ ჩატარებულმა ფლეშმობმა დააგვირგვინა.

კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაბარდა ჩვენი სკოლის ისტორიას, რომელიც განსაკუთრებით კურსდამთავრებულებისთვის იქნება დასამახსოვრებელი.''

ავტორი - ასპინძის სკოლის მასწავლებელი ლალი ალელიშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203