ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - გაეცანით, ტესტების სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. ცნობილია, ასევე ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემები.
შედეგების სანახავად მიჰყევით
ბმულს.
იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების სქემა.
აპლიკანტებს, შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეგიძლიათ. ამისთვის მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოთ ნომერზე: 93333 - მომსახურების საფასური 50 თეთრია.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.