ქუთაისის N12 სკოლის სპექტაკლმა სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე ''N-ოვაცია 2016'' ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა
05-06-2017
სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე ''N-ოვაცია 2016'', ქუთაისის N12 სკოლის სპექტაკლმა ''მონატრებიდან მარადისობამდე'' (ნოდარ დუმბაძე)  ''წლის საუკეთესო სპექტაკლის'' ნომინაციაში გაიმარჯვა.

გარდა ამისა, სკოლამ ოთხ ნომინაციაში მოიპოვა წარმატება. სკოლის დორექტორმა ნათია სულავამ გაიმარჯვა ნომინაციაში - ''ორგანიზატორების რჩეული დირექტორი''. მარიამ მამისეიშვილს ''ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის'' შესრულებისთვის გადასცეს დიპლომი, ნატა მჭედლიძე ''ყველაზე პატარა მონაწილის'' დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო ლევან ხუჯაძეს ''ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის'' ნიკა წულუკიძის რჩეულის დიპლომი გადაეცა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203