დილისკის N1 სკოლის მეხუთე კლასში ღონისძიება გაიმართა თემაზე: ''სხვა საქართველო სად არის?!''
მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა შემეცნებით ვიქტორინაში ''ცოდნის სამყაროში'' მიიღეს მონაწილეობა. ვიქტორინაში სამი ჯგუფი ეჯიბრებოდა ერთმანეთს: ''ყვავილები'', ''ვარსკვლავები'' და ''ლომები''. გამარჯვება ''ყვავილებს'' ხვდა წილად.
ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. მისალოცი და საქები სიტყვები წარმოსთქვეს დამსწრე მასწავლებლებმა, მშობლებმა და და სკოლის დირექტორმა. ღონისძიების ინიციატორი იყო ტრენერ-მასწავლებელი იამზე მსხვილიძე.