მუხრანის N1 სკოლას, საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის GE CALLS PH Internatiomal-ის საქართველოს ფილიალის ინიციატივით (პროგრმის ხელმძღვანელი - თინათინ ებანოიძე; კოორდინატორი- რუსუდან ძიგროშვილი), ბოსნია-ჰერცოგოვინიდან დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაცია PH International-ის ბოსნია ჰერცოგოვინას ფილიალის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. შეხვედრაზე ასევე ბოსნია ჰერცოგოვინას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ვიზიტის მიზანი სამართლებრივი პროგრამის უკეთ გაცნობა, პროგრამაში ჩართულ პირებთან შეხვედრა, გაკვეთილებზე დასწრება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო, რაც მომავალში ბოსნია-ჰერცოგოვინაში მსგავსი ტიპის პროგრამის დანერგვას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში მუხრანის N1 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დოლიშვილი ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები