ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იორმუღანლოს სკოლაში რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს
იორმუღანლოს სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული სექტორის მესამე კლასის ინიციატივით, რამდენიმე ღონისძიება განხორციელდა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოხატე და ერთმანეთს სირბილში შეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.
მოსწავლეებს ინიციატივის განხორციელებაში დაეხმარნენ სკოლის დირექტორი კაზახ აბულაევი, დირექტორის მოადგილეები ვაგიბ ახმედოვი, რიზვან უსუფოვი და ქართული სექტორის მესამე კლასის დამრიგებელი თეა გურგენიძე.