ორბელის სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიების ორგანიზებაში სკოლის მოსწავლეებს ხელოვნების მასწავლებელი სოფო გოგიძე დაეხმარა. მან აღნიშნა, რომ ბავშვები პირველი ივნისის დღესასწაულისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდნენ და ეზოს სიმბოლურად მოხატვის აქციასაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი.
ბავშვებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია თეთრი გვირილებით მოხატეს და თანატოლებს ბავშვთა დაცვის საერთასორისო დღე მიულოცეს.
დღესასწაული ბავშვებს სკოლის დირექტორმაც მიულოცა და მათ ბედნიერი მომავალი უსურვა: ''ბედნიერი მომავალი თქვენ, ჩემო საამაყოებო, ეს ხომ თქვენი დღეა.''
იხილეთ ფოტოები