„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
ბრძანების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 10 სექტემბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში.
ამასთან, შემოწმებულ ინფორმაციას განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 16 სექტემბრისა.
ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებასაც
იხილეთ ბრძანება სრულად