თეთრიწყაროს N1 სკოლაში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღნიშნეს
06-06-2017

26 მაისი თეთრიწყაროს N1 სკოლაში ტრადიციულად ღირსეულად აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღესათან დაკავშირებით სკოლაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, მოეწყო ასფალტზე ხატვა, სკოლის ფოიეში წარმოდგენილი იყო თემასთან დაკავშირებული პლაკატების გამოფენა. მე-9 კლასელებმა მათე ალთუნაშვილმა და დავით ქვრივიძემ წაიკითხეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. ჩატარდა ''მხიარული სტარტები'', რომელშიც მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზიგზაგისებურად ბურთის ტარებაში, სირბილში, ასკინკილით ხტომასში, ბურთის კალათში ტყორცნასა და ტომრებში სწრაფად გაძრომაში. პატარებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ მაღალი კლასის მოსწავლეები.

''26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. დღე, რომელიც თითოეული ქართველის გულს სიამაყით აღავსებს. დღე, როდესაც საქართველომ, 1918 წელს, დაკარგული თავისუფლება აღიდგინა, როდესაც ამაყად აფრიალდა თავისუფალი საქართველოს სახელმწიფო დროშა. ჩვენს სკოლაში ამ დღეს ყოველთვის მასშტაბურად აღვნიშნავთ. წელსაც რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ. ღონისძიებებმა საზეიმო ვითარებაში ჩაიარა,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203