იანეულის სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო აქცია ''დავრგოთ რაც შეიძლება მეტი ხე''.
აქციაში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. მათ სკოლის ეზოში სხვადასხვა ჯიშის მცენარეები დარგეს.
''ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ინიციატივით მოწყობილ გამწვანების აქციას მოსწავლეები ენთუზიაზმით შეხვდნენ. მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური განვითარებისთვის,'' - აღნიშნეს თვითმმართველობის წევრებმა.