ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ, გრანტი მიენიჭათ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სწავლა განაგრძეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
„მიენიჭოს სახელმწიფოს სასწავლო გრანტი საქართველოს იმ მოქალაქეს, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლის შემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების საფუძველზე“, - ნათქვამია ბრძანებაში.
იხილეთ ბრძანება