მოხის სკოლის გოგონათა გუნდი კვარიათში ''კოკა-კოლას'' თასის ფინალურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას
მოხის სკოლის გოგონათა გუნდმა და პედაგოგმა ლევან რეხვიაშვილმა ფეხბურთში ''კოკა-კოლას'' თასის გათამაშებაში სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუნდებს შორის I ადგილი აიღო.
გამარჯვებული გუნდი 1 კვირით კვარიათში მიემგზავრება დასასვენებლად და საფინალო შეხვედრებისთვის, სადაც საქართველოს მასშტაბით 8 გამარჯვებული გუნდი შეხვდება ერთმანეთს.
''დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდმა. ახლა კვარიათში მიემგზავრებიან. იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებულები დაბრუნდებიან. ვუსურვებთ წარმატებებს'', - აღნიშნეს მასწავლებლებმა.