გეგუთის N1 სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკვშირებით, საქველმოქმედო აქცია გამართეს
14-04-2017
გეგუთის N1 სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკვშირებით, საქველმოქმედო აქცია გამართეს.

აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე მათ ჯეჯილი დათესეს. ჯეჯილის რეალიზაციიდან შეგროვებული თანხით, შეიძინეს საკვები პროდუქტები, სააღდგომო ნობათი და სოფელ გეგუთში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახს გადასცეს. 

''მსგავსი ტიპის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ყველას უხარია ყურადღება და, მით უმეტეს, როდესაც ეს ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია'',  - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203