დიდი ჩაილურის სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდი ჩაილურის სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ლამაზად მორთულ სკოლის ეზოში ლექსები წაიკითხეს და თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაული მიულოცეს და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები