აფენის N2 სკოლის 1ა კლასში ჩატარდა გაკვეთილი ''ფაიფურის თოჯინა''.
გაკვეთილზე G-Pried-ის აქტივობები და მეთოდები იყო გამოყენებული. როგორც კლასის ხელმძღვანელმა ხათუნა ბახტურიძემ აღნიშნა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.
შეგახსენებთ, რომ G-Pried საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. პროექტის მიზანს წარმოადგენს დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება.