საგარეჯოს N4 სკოლის მოსწავლეებმა სათემო პროექტების მიკრო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
07-06-2017
საგარეჯოს N4 სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ასოციაცია ''სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის'' გამოცხადებულ სათემო პროექტების მიკრო საგრანტო კონკურსში. 

მოსწავლეების პროექტებმა ''ჯანსაღი ცხოვრება'' და ''კეთილმოწყობილი კლუბი ახალი იდეებისთვის'' ჟიურის მოწონება დაიმსახურა. 

პროექტის ავტორები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის ორგანიზატორებმა გამარჯვებულებს ყველა ის ნივთი გადასცეს, რაც მათ პროექტის განხორციელებისათვის დასჭირდებათ. 

კონკურსი ახალგაზრდების ჩართულობით თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა მიზნად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203